ზუგდიდელი მგზავრის წერილები

6-7-8 ოქტომბერი,-ყვარელში, ილიას ნაკვალევზე, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 45 აღსაზრდელი და ხუთი პედაგოგი გაემგზავრა. ოქრო და ბაჯაღლო დღეები იყო… იქ, ადგილზე, მოსწავლეების მიერ გამართულმა PEN-მარათონმა, ინტელექტუალურმა თამაშმა და ლიტერატურულ-თეატრალურმა კომპოზიციამ, საქართველოს, მასზე და ილიაზე მოფიქრალი ახალგაზრდები მისცა. მე კი, 35 წერილი,- ზუგდიდელი მგზავრის 35 წერილი, რომელიც მიუხედავად ბევრი ხარვეზისა, ერთ ხერხემალზეა უზადოდ აცმული, საქართველოს სიყვარულის სასიცოცხლო სვეტზე… ეს სვეტი თუ ჯანმრთელი არ იქნება, ჩვენ, ნაბიჯს წინ ვერ გადავდგამთ…ვერც უკან გავიხედავთ, თუ “რანი ვყოფილვართ”. ერთი კვირაა, ამ წერილებს, ყოველდღე, ვკითხულობ. ვისრუტავ, ვყნოსავ… ისეთი გულწრფელი სტრიქონებია… ისეთი ცხელი ცრემლებითაა დანამული… ვგრძნობ, როგორ ფეთქავდნენ მათი პაწია გულები ამ წინადადებების ძერწვისას. . არ შეგეშინდეთ, ხალხნო, “აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *