ჟურნალ “ახალ სარკმელს” მედიაექსპერტები განიხილავენ

ნორჩ ჟურნალისტთა კლუბმა, თავის სწავლებაში, ახალი წესი დანერგა,-კლუბის გამოცემის, ჟურნალ “ახალი სარკმელის” ყოველ ახალ ნომერს, მკითხველებთან ერთად განიხილავენ. ასეთ პირველ განხილვაზე, სადაც ჟურნალ “ახალი სარკმელის” ბოლო ნომერზე იყო საუბარი, მედიაქსპერტის ამპლუაში, საზოგადოების წინაშე წარსდგა “სარკმელელი,” ლუკა ჩანგელია. ლუკაზე არჩევანი იმოტომ გაკეთდა, რომ ის ახლახან შემოუერთდა ჟურნალისტთა კლუბის მუშაობას და მონაწილეობა არ მიუღია ჟურნალის ბოლო ნომრის მომზადებაში. კლუბის წევრებმა ჩათვალეს, რომ ლუკა არ იქნებოდა მიკერძოებული და “ფხიზელი თვალის” მოვალეობასაც შეასრულებდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ლუკა ჩანგელია გამოცემული ჟურნალისა და მისი ავტორების მიმართ კრიტიკული აღმოჩნდა, გარდა ამისა, მან “სარკმელელებს”, აწ უკვე თავის კოლეგებს, რამდენიმე საჟურნალო სიახლე და რჩევა შესთავაზა.

“სარკმელელები” ფიქრობენ, რომ მომავალშიც, როცა ჟურნალის ახალი ნომერი გამოვა, განიხილონ ჟურნალი ფართო აუდიტორიის წინაშე, მოიწვიონ ნომრის რესპონდენტები, რომლებიც იქვე გაეცნობიან მათზე დაწერილ ჟურნალისტურ ნამუშევრებს და შესრულებულ მასალებზე აზრის გამოთქმის საშუალებაც მიეცემათ. ხოლო რაც შეეხება მედიაექსპერტს, სარკმელელების აზრით, სასურველია, ის მუდამ იყოს უცხო ადამიანი კლუბისთვის, რომელიც ჟურნალის გაცნობის შემდეგ, ყოველგვარი “ხათრისა” და მორიდების გარეშე იტყვის თავის სათქმელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *