ფენმარათონის “სარკმელი 2018-რუხი” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელი” “გულების ოთხაში” ლაშქრობა pen-მარათონის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ფენმარათონში მონაწილეობას ღებულობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, მათ საზღვრისპირა სოფელ რუხში მდებარე ციხე-სიმაგრე დალაშქრეს. გამოვლინდა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: “საუკეთესო სიუჟეტის ავტორი გახდა” მეათე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ლიზი ქავთარაძე, ნომინაცია “ორიგინალური ხედვა” გადეცა ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” წევრს ანი ჭანიას, “ყველაზე კრეატიული ნაშრომის” ნომინანტი გახდა რუხის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა შაგიძე, “საუკეთესო ჩანახატი” ჟურნალისტთა კლუბის წევრს საბა ჯანჯღავას მიეკუთვნა, “საუკეთესო წარმოასახვითი ინტერვიუ” აფხაზეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეს გიორგი ჯახიას გადაეცა, “საუკეთესო რეპორტაჟის” ნომინანტები გადნენ ჟურნალისტთა კლუბის წევრები: მარიამ ჭანია და მეათე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე კესო ვადაქარია. “საუკეთესო ლექსის” ავტორი გახდა ჟურნალისტთა კლუბის წევრი ნანო ქოქოსაძე.

“ჟიურის რჩეული” გახდა მეათე საჯარო სკოლის მოსწავლე ეტი მესხია. ჟიურის რჩეულნა “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ფენმარათონი მისი ერთ-ერთი უსაყვარელესი პროექტია. “ვფიქრობ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ამაღელვებელი იყო, ის, რომ ჟიურის რჩეული გავხვდი”.

ფენმარათონში მონაწილეობას ღებულობდა აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლა. სკოლის პედაგოგმა ნანა დარასელიამ, რომელიც ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო, აღნიშნა, რომ პროექტით ჩანს მოსწავლეების შემოქმედებითობა. “მივესალმები პროექტს, მოსწავლეებს ეძლევათ არაჩვეულებრივი საშუალება, რომ თავიანთი ნიჭი გამოავლინონ.”

ლაშქრობა ფენ-მარათონის მხარდამჭერი გახლავთ საქართველოს უნივერსიტეტი. საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო ზემო-სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ, რომელიც ჟიურის წევრი იყო,”ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ყველა ნამუშევარი საინტერესო იყო და საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება საინტერესო პროექტების გვერდით.

დღესვე, საქართველოს უნივერსიტეტმა თავის რჩეულებს: საბა ჯანჯღავას, მარი და ანა ჭანიებს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სასახლის დირექტორი ქალბატონი ნინელი ჭითანავა. ის სტუმრებს მიესალმა და ფენმარათონის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის განყოფილების უფროსმა მედეა თორიამ გვითხრა, რომ ფენმარათონის მიზანია შემოქმედი ახალგაზრდების გამოვლენა, განსაზღვრულ დროში, ლიტერატურული თუ ჟურნალისტური პროდუქტის შექმნის გამოცდილების მიღება, უცხო გარემოს სწორად აღქმისა და სწრაფი ადაპტირების უნარის გამომუშავება.

გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები საინტერესო შემოქმედებითი და ჟურნალისტური ნამუშევრისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *