ფილმი “საოცრება” სასახლის მცირე დარბაზში

ხვალ, 13.00 სთ-ზე, ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”, ფილმის ჩვენებაზე იწვევს სტუმრებს. წარმოდგენილი იქნება სტივენ ჩბოსკის ფილმი “საოცრება”. ფილმის ჩვენებამდე, “სარკმელელები” ისაუბრებენ მის შემქმნელებზე და მსახიობებზე. ჩვენების შემდეგ კი, მოეწყობა განხილვა.

ჩვენება-განხილვა მოხდება სატესტო რეჟიმში და ამ ეტაპზე, მოწვეული არიან მხოლოდ მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტუალური კლუბების წევრები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *