1 დეკემბერს, ზუგდიდში, საყმაწვილო მედიაფესტივალი ჩატარდება

1 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში გაიმართება საყმაწვილო მედიაფესტივალი “სარკმელი 2018″– ზუგდიდი–საქართველო. პროექტი, რომელიც თქვენს მედიახედვებს საუკუნეებს გადასცემს.
გთავაზობთ მედიაფესტივალის დებულების ტექსტს:

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე
საყმაწვილო მედიაფესტივალი „სარკმელი 2018“

დებულება
მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლე და საყმაწვილო ჟურნალისტთა კლუბი „სარკმელი“ ატარებს მედიაფესტივალს „სარკმელი 2018“.
მედიაფესტივალი ხელს შეუწყობს:
• მოზარდებში სამოქალაქო ჟურნალისტიკის რაობის აღქმასა და ჟურნალისტური უნარ-ჩვევების განვითარებას;
• აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას,
• ბეჭდვითი (გაზეთი, ჟურნალი), ასევე ელექტრონული მედიისთვის (ბლოგი, ვებგვერდი) თემატიკის, პუბლიცისტური ჟანრების, ფოტო და ვიდეო მასალების, ზოგადად, მულტიმედიაპროდუქტის შექმნა-შერჩევაში დაოსტატებას.
• აქტუალური პრობლემების აღქმისა და მისი გადაჭრის გზების ძიების უნარ-ჩვევების გამომუშავებას;
• პრეზენტაციის გამართვის გამოცდილების შეძენას.
ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა, სკოლისგარეშე დაწესებულებების, საჯარო სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, ნორჩი ჟურნალისტების მიერ მომზადებული ბეჭდვითი, ან ხელნაწერი გაზეთებისა და ჟურნალების, ელექტრონული მედიის (ბლოგი, ვებგვერდი) გამოფენა-პრეზენტაცია. მედიაპროდუქტებში გაშუქებული უნდა იყოს ნორჩი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ტექსტური, ფოტო და ვიდეო მასალები აქტუალურ თემებზე-შემეცნებითი, ინტელექტუალური, გასართობი, სასკოლო ცხოვრების ამსახველი წერილები და სხვა.
„მედიაფესტივალი-2018“-ზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური შემდეგ ნომინაციებში:
• საუკეთესო გაზეთი;
• საუკეთესო ჟურნალი;
• საუკეთესო ხელნაწერი გაზეთი/ჟურნალი;
• საუკეთესო სათაური;
• საუკეთესო ბლოგი;
• საუკეთესო ვებგვერდი;
• საუკეთესო ბეჭდური დიზაინი;
• საუკეთესო ვებ/ბლოგ-დიზაინი;
• აქტუალური პრობლემა;
• საუკეთესო მულტიმედიაპროდუქტი;
• საუკეთესო მეგობრული შარჟი
მედიაფესტივალზე მედიაპროდუქტის პრეზენტაციისათვის განკუთვნილია 2 წუთი.
მედიაფესტივალი „სარკმელი 2018“ ჩატარდება 2018 წლის 1 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში.
მედიაფესტივალში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეთ 2018 წლის 15 ნოემბრამდე.

ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ელექტრონულ მისამართზე m.a.sasaxle@Gmail.
სოციალურ ქსელში www.facebook.com/zugdidismoswavleaxalgazrdobis.sasaxle
ნანი მოსიძე – საყმაწვილო ჟურნალისტთა კლუბის ,,სარკმელი“ ხელმძღვანელი.
ტელ: 577 46 40 70; 577 42 52 15
მედეა თორია-მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების განყოფილების უფროსი
ტელ: 577 61 64 50

კონსულტაციის დღეები: მიმდინარე წლის ოქტომბერი, ნოემბერი, ყოველი კვირის პარასკევი – 16:00-17:00 საათი, მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლე, ნორჩ ჟურნალიტთა კლუბი „სარკმელი“, მეორე სართული.
კონსულტანტი, ჟურნალისტი ნანი მოსიძე. ტელ: 577 46 40 70 ; 577 42 52 15

მედიაფესტივალის „სარკმელი 2018“ ორგანიზატორები:
• ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლე;
• მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის საყმაწვილო ჟურნალისტთა კლუბი „სარკმელი“

მედიაფესტივალის პარტნიორი ორგანიზაცია:
საქართველოს უნივერსიტეტის ზუგდიდის ოფისი

მედიაფესტივალის საინფორმაციო უზრუნველყოფა:
• საინფორმაციო პორტალები:
www.livepress.ge
www.radioatinati.ge
www.zugdidelebi.ge
• გაზეთი „ზუგდიდი“
• ტელეკომპანია „ოდიში“
• საყმაწვილო ჟურნალი ,,ახალი სარკმელი“

მადიაფესტივალის პროგრამა:
• 10:00-11:00 – რეგისტრაცია სასახლეში
• 11:00-12:00 – ნამუშევრების გამოფენა
• 12:00 14:00 – პრეზენტაციები
• 14:15-15:00 – ლანჩი
• 15:15 – 16:15 – კლასიკური მუსიკის კონცერტი
• 16:30 – 17:30 – ექსკურსია დადიანების მუზეუმში
• 18:00 – გამგზავრება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *