“ფილმის დღე” სასახლეში

დღეს, მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის “მცირე დარბაზში”, “ფილმის დღე” დაფუძნდა. მოსწავლე–ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა ენახათ ბოლო დროის ერთ–ერთი პოპულარული ფილმი,– სტანისლავ ჩბოსკის “საოცრება”.ფილმი გადაღებულია რაქელ პალაციოს ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით და ჰოლივუდის ერთ–ერთ საუკეთესო ფილმებში შედის. ფილმი ბულინგის წინააღმდეგ გაჟღერებული პროტესტია, რომელსაც საყოველთაო მაქსიმა “აირჩიე სიკეთე” გასდევს წითელ ზოლად.

“საოცრების” ჩვენებამდე, ჟურნალისტთა კლუბის წევრებმა, აუდიტორიას, გააცნეს მასალები ფილმის შემქმნელებისა და გმირების შესახებ, ფილმის ჩვენების შემდეგ კი, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა თავისი აზრი გამოეთქვა ნანახზე.

სასახლის აღსაზრდელები ფიქრობენ, რომ  “ფილმის დღის” დაფუძნება, ახალი ფილმის ერთად ნახვა და განხილვა მათთვის სასიამოვნო და იმავდროულად, საჭირო და აუცილებელია.

ფილმის ჩვენება–განხილვას ესწრებოდნენ მშობლებიც, მათი აზრით, “ფილმის დღე” ახალგაზრდებს დაეხმარება მთელი რიგი საკითხების მარტივად და უმტკივნეულოდ გადაწყვეტაში.

სასახლის განვითარების განყოფილების უფროსი მედე თორია ამბობს, რომ “ფილმის დღე” მარტო ახალი ფილმის ნახვით არ ამოიწურება, ამ დღეს მოსწავლე–ახალგაზრდები სწავლობენ იმ უნარ–ჩვევებს, რომელიც უნდა ჰქონდეთ ფილმის განხილვისას, განსხვავებული აზრის მოსმენისას, პრეზენტაციის გაკეთებისას. სწავლობენ ქცევის იმ აუცილებელ ნორმებს, რომელიც მათ სჭირდებათ თუნდაც კინო–თეატრში ყოფნისას.

მოსწავლე–ახალგაზრდების განვითარების სასახლის დირექტორის ნინელი ჭითანავას თქმით, დღევანდელი დღისადმი ახალგაზრდა მაყურებლის ინტერესმა, დღის წესრიგში, დასვა საკითხი, რომ სასახლის საკონცერტო დარბაზს დაემატოს ფილმის ჩვენებისათვის აუცილებელი მატერიალური ბაზა და ტექნოლოგიები, რომ სასახლემ, შესძლოს, თვეში ერთხელ მაინც, მოიწვიოს მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობა საჯარო სკოლებიდან, უმაღლესი სასწავლებლებიდან, ფილმების ჩვენება–განხილვაზე.

პირველად, ზუგდიდის ისტორიაში, დღეს, მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, დაფუძნდა “ფილმის დღე”. იდეა, სასახლის “მცირე დარბაზში” ფილმის ჩვენების შესახებ, სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბში “სარკმელში” დაიბადა. ნორჩი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი სამომავლოდ, ფილმის ჩვენებაზე, მოიწვევენ თავიანთი სკოლის მასწავლებლებსაც

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *