Physical Address
304 North Cardinal St.
Dorchester Center, MA 02124
Physical Address
304 North Cardinal St.
Dorchester Center, MA 02124

საქართველო ისედაც პატარა ქვეყანაა და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რომ ეს ვირუსი მთელს ქვეყანაში არ გაიფანტოს. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი დღითი დღე იმატებს, თუმცა მჯერა, რომ ყველა ადამიანი გამოჯანმრთელდება და საქართველო ისევ ისეთი იქნება, როგორიც ადრე,-ხალხით გადაჭედილი ქუჩები და ბევრი საცობები. სრულად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც იმარაგვებენ საკვებ პროდუქტს და ეშინიათ კართან მომდგარი საშიშროების.
ის დაინფიცირებული ადამიანები, რომლებიც ახლა ებრძვიან კორონასაშიშროებას, დარწმუნებული ვარ, გამოჯანმრთელდებიან.
ხალხნო, ჩვენ ერთმანეთის თანადგომა და სიყვარული გადაგვარჩენს. მთავარია, არ ავყვეთ იმ პანიკას. ერთად ვებრძოლოთ კორონას!
ლიზი ქარჩავა,
რუხის საჯარო სკოლა, “სარკმელელი”