Physical Address
304 North Cardinal St.
Dorchester Center, MA 02124
Physical Address
304 North Cardinal St.
Dorchester Center, MA 02124

“-გერმანიამ დიდი შეცდომა დაუშვაო,-ამბობს. დღევანდელი მდგომარეობით 58,247 ადამიანია დაინფიცირებული, გამოჯამრთელებული 8,481, ხოლო 479 გარდაცვლილი. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ყოველ წამს ხდება. თეთრხალათიანები ვერ ასწრებენ მუშაობას, პაციენტებს, როგორც კი სიმპტომები დაეწყება, მაშინვე ცხელ ხაზზე რეკავენ, მაგრამ კლინიკები და მედიკოსები იმდენად გადატვირთულნი არიან, რომ დიდი ალბათობით ვერ ახერხებენ, იმავე დღეს პაციენტთან მისვლას. გერმანიის მთავრობა, მაქსიმალურად ცდილობს თავისი ქვეყნის და ხალხის დაცვას. სასტუმროები, საავადმყოფოებად გადააკეთეს, გერმანელები სრულიად უსასყიდლოდ აკეთებენ ამ ყველაფერს, მათ ჩამოჰყავთ, საუკეთესო ექიმები სხვადასხვა ქვეყნიდან, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, გერმანიაში პანიკა არ იგრძნობა, პირიქით გერმანელები ხუმრობენ კიდევაც ამ თემაზე.”
ნანა თოლორაია,
კორცხელის საჯარო სკოლა, “სარკმელელი”
ციკლიდან: online მედიასახელოსნოს გაკვეთილები