Physical Address
304 North Cardinal St.
Dorchester Center, MA 02124
Physical Address
304 North Cardinal St.
Dorchester Center, MA 02124

დღეს, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრას. თითოეულ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა სასახლეში არსებული ჯგუფებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღო. ღონისძიების მსვლელობისას დავარიგეთ ჩვენი კლუბის, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის ჟურნალი ,,სარკმელი”…

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს კიდევ ერთი ახალი და საინტერესო პროექტი შეემატა „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“, რომელსაც ახორციელებს ჩეხური ორგანიზაცია People In Need . ექვსი თვის განმავლობაში ტრენინგებს გვიტარებდნენ ფასილიტატორები: ნანი მოსიძე და მედეა თორია. ტრენინგების დასრულების შემდეგ, სამი ახალგაზრდა, მე, ლიზა…

ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დრამატულმა სტუდიამ “შთამომავლები“, ნონა ტოტოჩავას ხელმძღვანელობით წარმოადგინა სპექტაკლი „დიდრო“, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა და მიეძღვნა სასახლის დირექტორის, ნინელი ჭითანავას ნათელ ხსოვნას. სპექტაკლში მონაწილეობდნენ დრამატული სტუდია „შთამომავლების“ მსახიობები: გიორგი ქადარია, დავით შედანია, მარიამ ხუფაცარია, კესო…

დღეს სასახლეში Fox news-ის პოლიტიკის პროდიუსერი, ჟურნალისტი, ნანა საჯაია გვეწვია. ქალბატონი ნანა ჯერ “სარკმელის” ნიუსრუმს ესტუმრა,- მოისმინა ჩვენი ჟურნალის ისტორია, ნომრები დაათვალიერა, ჩვენს ტრადიციას შეუერთდა და კედელზე სამახსოვრო ფრაზა დაგვიტოვა, შემდეგ კი, სასახლის დარბაზში ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გაგვესაუბრა და თავისი…

დღეს, 12 ივნისს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბ „სარკმელის“ ლიტერატურული პროექტი PEN-მარათონი 2021 ჩატარდა. წლევანდელი PEN-მარათონის ჩასატარებლად ზუგდიდში, დადიანების ბოტანიკურ ბაღში შევიკრიბეთ და ის ყველასგან გამორჩეული გახლდათ, რადგან ორენოვანი იყო. მოგვეცა საშუალება ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი ფურცელზე ქართულად და მეგრულად…

ჩვენი ვალია, ყური დავუგდოთ დედამიწის სუნთქვას. მის გაფრთხილებას. დავიცვათ გარემო, რომ მან კი არ დაგვაზიანოს, არამედ, ჩვენს ცხოვრებას მეტი ლაზათი მისცეს და ორგანიზმს კი ჯანმრთელობა შესძინოს .

32 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როცა რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს. აზა ადამია, 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი,…

აჭარანეტზე გამოქვეყნდა ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის წევრის “საკმელელის”, ამჯამად უკვე საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის საბა ჯანჯღავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “1878”. ფილმი მოკლემეტრაჟიანია, მიმდინარეობს 11 წუთი, მიეკუთვნება დრამისა და მელოდრამის ჟანრებს. ფილმში მოქმედება ვითარდება ზუგდიდში და მასში დაკავებული მსახიობები…

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბში “სარკმელი,” შედგა ზუმშეხვედრა უფროს “სარკმელელთან” ისტორიის ექსპერტთან, ზაზა მანიასთან, რომელმაც “სარკმელის” ახალ თაობასთან შეხვედრაზე გაიხსენა 25 წლის წინანდელი “სარკმელისა” და “სარკმელელების” ცხოვრება. ზაზა მანიასთან ერთად, “სარკმელელებმა” დაგეგმეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის…

კახათის N1 საჯარო სკოლის მეათეკლასელი ქეთი ჩახაია ნიჭიერი შემოქმედი და საინტერესო ახალგაზრდაა. მხატვრობა და საყვარელი მხატვარი, ფოტოგრაფია, მწერლობა, მუსიკა…-აი, რაზე საუბრობს ქეთი ჩვენთან. – მე ვარ ქეთი ჩახაია, 15 წლის, ვეტრფი შემოდგომას და ვემსახურები ხელოვნებას, უფრო სწორედ, მხატვრობას, ფოტოხელოვნებასა და მწერლობას.…