კატეგორია ჩვენ

“სარკმელის” ახალგაზრდული მედიაფესტივალი სოცქსელებში

ახალგაზრდული მედიაფესტივალი “სარკმელი2019” 30 ნოემბერს გაიმართება. ახალგაზრდულ მედიაფესტივალზე ვრცელი ფოტოინფორმაცია გამოქვეყნდა ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ფეისბუქგვერდზე.

უფროსი კოლეგები ახალგაზრდულ მედიაფესტივალზე

ახალგაზრდული მედიაფესტივალი “სარკმელი2019”, წელს, 30 ნოემბერს გაიმართება. “სარკმელის” წინა მედიაფესტივალს, დიდი ინტერესით გამოეხმაურა ადგილობრივი მედია. ჩვენი უფროსი კოლეგები თავიანთ საინფორმაციო საშუალებებში წერდნენ ჩვენზე: რადიო ათინათი საინფორმაციო პორტალი ლაივპრესი საინფორმაციო პორტალი ზუგდიდელები

მედიაფესტივალი “სარკმელი2019” ნოემბერში გაიმართება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი” თავისი ტრადიციული მედიაფესტივალისთვის სამზადისს უკვე შეუდგა. გთავაზობთ მედიაფესტივალის დებულებას:                  

დაბრუნება

დაახლოებით ათწლიანი პაუზის შემდეგ, საყმაწვილო გაზეთი “სარკმელი”, ჟურნალის, “ახალი სარკმელის” სახით დაუბრუნდა ზუგდიდელ მოსწავლე-ახალგაზრდებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ისევ აღდგა ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი.

გაზეთი “სარკმელი”-ეს იყო მაშინ…

,,სარკმელი” მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა საქართველოში ჯერ კიდევ სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, სამეგრელოში შიში და გაურკვევლობა სუფევდა, ზუგდიდი გაქურდული, დაყაჩაღებული, გადამწვარი, დანგრეული და შეურაცხყოფილი ჯერ კიდევ ყოფნა-არყოფნაზე მიჯნაზე იყო.