sarkmeleli

sarkmeleli

დაბრუნება

დაახლოებით ათწლიანი პაუზის შემდეგ, საყმაწვილო გაზეთი “სარკმელი”, ჟურნალის, “ახალი სარკმელის” სახით დაუბრუნდა ზუგდიდელ მოსწავლე-ახალგაზრდებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ისევ აღდგა ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი.

“ფილმის დღე” სასახლეში

დღეს, მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის “მცირე დარბაზში”, “ფილმის დღე” დაფუძნდა. მოსწავლე–ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა ენახათ ბოლო დროის ერთ–ერთი პოპულარული ფილმი,– სტანისლავ ჩბოსკის “საოცრება”.

ფილმი “საოცრება” სასახლის მცირე დარბაზში

ხვალ, 13.00 სთ-ზე, ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”, ფილმის ჩვენებაზე იწვევს სტუმრებს. წარმოდგენილი იქნება სტივენ ჩბოსკის ფილმი “საოცრება”.

“ახალი სახეების” მორიგი შეხვედრა “გულების ოთახში”

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “გულების ოთახში”,  ჩატარდა ბავშვთა ორგანიზაცია “ოდაბადეს” პროექტის “ახალი სახეები” მორიგი შეხვედრა.

გაზეთი “სარკმელი”-ეს იყო მაშინ…

,,სარკმელი” მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა საქართველოში ჯერ კიდევ სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, სამეგრელოში შიში და გაურკვევლობა სუფევდა, ზუგდიდი გაქურდული, დაყაჩაღებული, გადამწვარი, დანგრეული და შეურაცხყოფილი ჯერ კიდევ ყოფნა-არყოფნაზე მიჯნაზე იყო.

ნორჩ ჟურნალისტთა კლუბში ფილმის დღე იგეგმება

ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი, თვეში ერთხელ, მოსწავლეებისათვის მხატვრული ფილმის ჩვენებას გეგმავს. “სარკმელელები”, ფიქრობენ, აუდიტორიას,  ჩვენებამდე გააცნონ ფილმის სცენარის, მუსიკის, გრიმის, კოსტუმების ავტორები, რეჟისორები, მსახიობები.

ბენდი “ზუგდიდი” კონცერტებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზარდობის სასახლის ბენდმა “ზუგდიდი” (ხელმძღვანელები ზურაბ კანკია, გოდერძი წიწავა), სასახლის საკონცერტო დარბაზში, ორდღიანი კონცერტი გამართა. ბენდის წევრებმა, მაყურებლებს, ქართული და უცხოური საესტრადო სიმღერების მდიდარი რეპერტუარი წარუდგინეს.

,,შთამომავლები“ -ექსპერიმენტმა გაამართლა

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე, მაყურებელმა ნახა დრამატული სტუდიის (ხელმძღვანელი ნონა ტოტოჩავა) სპექტაკლი ,,შთამომავლები“,