კატეგორია მთავარი

ღია კარის დღე ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში

დღეს, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრას. თითოეულ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა სასახლეში არსებული ჯგუფებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღო. ღონისძიების მსვლელობისას დავარიგეთ ჩვენი კლუბის, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის ჟურნალი ,,სარკმელი”…

გუდაურული ჩანაწერები – კიდევ ერთი ახალი და საინტერესო პროექტი

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს კიდევ ერთი ახალი და საინტერესო პროექტი შეემატა „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“, რომელსაც ახორციელებს ჩეხური ორგანიზაცია People In Need . ექვსი თვის განმავლობაში ტრენინგებს გვიტარებდნენ ფასილიტატორები: ნანი მოსიძე და მედეა თორია. ტრენინგების დასრულების შემდეგ, სამი ახალგაზრდა, მე, ლიზა…

„დიდრო“ სასახლის სცენაზე

ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დრამატულმა სტუდიამ “შთამომავლები“, ნონა ტოტოჩავას ხელმძღვანელობით წარმოადგინა სპექტაკლი „დიდრო“, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა და მიეძღვნა სასახლის დირექტორის, ნინელი ჭითანავას ნათელ ხსოვნას. სპექტაკლში მონაწილეობდნენ დრამატული სტუდია „შთამომავლების“ მსახიობები: გიორგი ქადარია, დავით შედანია, მარიამ ხუფაცარია, კესო…

ნანა საჯაია – ცხოვრებაში მთავარია არ გაჩერდე! არც თქვენ გაჩერდეთ!

დღეს სასახლეში Fox news-ის პოლიტიკის პროდიუსერი, ჟურნალისტი, ნანა საჯაია გვეწვია. ქალბატონი ნანა ჯერ “სარკმელის” ნიუსრუმს ესტუმრა,- მოისმინა ჩვენი ჟურნალის ისტორია,  ნომრები დაათვალიერა, ჩვენს ტრადიციას შეუერთდა და კედელზე სამახსოვრო ფრაზა დაგვიტოვა, შემდეგ კი, სასახლის დარბაზში ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გაგვესაუბრა და თავისი…

PEN-მარათონი “სარკმელი2021” ქართულ-მეგრული პერიპეტიებით

დღეს,  12 ივნისს,  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბ „სარკმელის“  ლიტერატურული პროექტი  PEN-მარათონი 2021 ჩატარდა. წლევანდელი PEN-მარათონის ჩასატარებლად ზუგდიდში, დადიანების ბოტანიკურ ბაღში შევიკრიბეთ და ის ყველასგან გამორჩეული გახლდათ, რადგან ორენოვანი იყო. მოგვეცა საშუალება ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი ფურცელზე ქართულად და მეგრულად…

22 აპრილი ,,დედამიწის დღეა”

ჩვენი ვალია, ყური დავუგდოთ დედამიწის სუნთქვას. მის გაფრთხილებას. დავიცვათ გარემო, რომ მან კი არ დაგვაზიანოს, არამედ, ჩვენს ცხოვრებას მეტი ლაზათი მისცეს და  ორგანიზმს კი ჯანმრთელობა შესძინოს .

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ისინი!

32 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როცა რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს. აზა ადამია, 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი,…

რა საერთო აქვთ საბა ახალაიას და მუჰამედ ალის?

საბა ახალაია 18 წლისაა და უკვე საკმაოდ წარმატებული თავის საქეში,- ის საქართველოს სამგზის ჩემპიონია კრივში  და იმავდროულად, არაერთი თასისა და მედლის მფლობელი გახლავთ. – კრივი ბავშვიბიდან იყო შენი გატაცება? -არა, ბავშვობაში მინდოდა ცნობილი ფეხბურთელი გამვხდარვიყავი. მაგრამ მუჰამედ ალის ვიდეოებს რომ…

ჩემი მასწავლებლის ყვავილნარი

შორენა ღურწკაია პროფესიით პედაგოგია,-კორცხელის საჯარო სკოლაში მუსიკას ასწავლის. გატაცებულია ხელოვნებით. უყვარს მცენარეები, უამრავი სახეობის ოთახის ყვავილს უვლის. ერთ, მოსაწყენ კორონადღეს, შორენა მასწავლებელს გადაუწყვიტია, შეექმნა ისეთი გარემო, სადაც საღამოობით, შეძლებდა, მეგობრებთან ერთად, ყავის დალევას, საუბარს, კითხვას, მუსიკის მოსმენას. სწორედ ეს იყო…

“ვტოვებთ სასახლეს და ვრჩებით სასახლეში”

ისინი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიზარდნენ, მის ოთახებში გათამამდნენ და იპოვეს საკუთარი თავი, მის სცენაზე გაიარეს და გმირებად იქცნენ, სასახლის პედაგოგებისგან შეგულიანებას, სიყვარულს და გამხნევებას გრძნობდნენ მუდამ. სკოლის შემდეგ აქ მოუხაროდათ, მთელი ქალაქის თანატოლები აქ გაიცნეს და თავისნაირები აქ აღმოაჩინეს.…