Physical Address
304 North Cardinal St.
Dorchester Center, MA 02124
Physical Address
304 North Cardinal St.
Dorchester Center, MA 02124

–ცირა, რატომ გადაწყვიტე კონკურსში მონაწილეობა?
-მინდოდა ჩემი თავი გამომეცადა.
–რამდენად კონკურენტუნარიანი იყო შენთვის კონკურსი?
-კონკურსი მართლაც იყო კონკურენტუნარიანი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, რომლებიც მეხმარებოდნენ ლაიქები შემეგროვებინა.
–როგორც თქვი, კონკურსი კონკურენტუნარიანი იყო. არ შეგეშინდა?
-მართალია, გული დამწყდებოდა რომ ვერ გამემარჯვა, მაგრამ არ შემშინებია, რადგან წაგება და მოგება ძმები არიან.
–რომელი იყო შენი ფავორიტი ფოტო?
-ნომერი 9…
–როგორც ვიცით, ბევრ სხვა კონკურსშიც მონაწილეობდი, შენთვის ეს პირველი გამარჯვება იყო?
-არა, თუმცა პირველი შემთხვევაა ასეთ ფართომასშტაბიან კონკურსში გამარჯვებისა.
–ხელოვანებს ახასიათებთ ნამუშევრებში თავიანთი ემოციის გადაჭარბებული გამოხატვა, ჩანს შენს ფოტოშიც ეს ემოციები?
-დიახ, ჩემს ყველა ფოტოში ჩანს ეს.
–ხშირად იღებ ფოტოებს?
-დიახ, ძირითადად, ხეებს ვუღებ, რადგან გაზაფხულზე ისინი განსაკუთრებით ლამაზია.
–როგორ შეაფასებდი შენს უნარებს ფოტოგრაფიაში?
-მე ჩემს თავს ვერ შევაფასებ, უფრო სხვები მაფასებენ.
–რატომ გადაწყვიტე ხის ყლორტების ფოტოს გადაღება, როცა მსგავსი შინაარსის ფოტოები ბევრს ჰქონდა?
-ეს ფოტო ადრე მქონდა გადაღებული და ძალიან მომწონდა.
–ყველა ნამუშევარს თავისი შინაარსი აქვს, რა შინაარსი ჰქონდა შენს ფოტოს?
-ჩემი გაზაფხული ასე გამოვხატე.
–რატომ გამოხატე შენი გაზაფხული ასე?
-ატმის ყლორტები ჩემთვის უსაყვარლესია და ვიფიქრე, რომ უნდა დამეფიქსირებინა.
–ხე შენთვის განსაკუთრებულია, შეიძლება ითქვას, რომ ხეში ხედავ იმას, რასაც სხვა ვერა?
-განსაკუთრებულ სილამაზეს ვხედავ, თუმცა არ ვიცი, შეიძლება სხვაც იგივეს ხედავს.
–რომელი მუსიკა ჩაგესმის ბუნების წიაღში?
-კლასიკური მუსიკა.
–თავს რამდენად აქტიურ მოქალაქედ თვლი და რას აკეთებ იმისთვის, რომ აქტიური იყო?
-ყველაფერს ვაკეთებ და ვცდილობ უფრო აქტიური ვიყო. ვცეკვავ, ვუკრავ და ა.შ.
–რომელია შენი საყვარელი საქმიანობა?
-ცეკვა.
–მადლობა, ცირა.
საუბარი ჩაიწერა სალომე ნარმანიამ,
“სარკმელი”